ნანა ებელაშვილი

მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მეღვინეობის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი

ნანა ებელაშვილი

მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მეღვინეობის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი

n.ebelashvili@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1965 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი სპეციალობით - მეღვინეობა და ხილ-ბოსტნეულის დაკონსერვების ტექნოლოგია. 1969 წელს დაამთავრა მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა სპეციალობით - ენოლოგია. 1969 წლიდან მუშაობს ამავე ინსტიტუტის უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ენოლოგიაში თემაზე: "ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოკვლევა ვარდისფერი და ცქრიალა ღვინოების დამზადების პროცესში მათი ტექნოლოგიების სრულყოფის მიზნით" და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია საერთაშორისო და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ხუთი საგრანტო პროექტი. გამოქვეყნებული აქვს 150 ნაშრომი. 2000-2022 წლებში მონაწილეობდა 37 მოხსენებით საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. მიღებული აქვს შვიდი პატენტი. 2019 წელს არჩეულია საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსად. 2008 წლიდან ამერიკის ენოლოგთა და მევენახეთა საზოგადოების პროფესიული წევრია. ამჟამად არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის მეღვინეობის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი

განათლება

2006 - ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
1976 - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი
1969 - საქართვეოს მებაღეობის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტი, ასპირანტურა ენოლოგიაში
1965 - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ტექნოლოგიური ფაკულტეტი

პუბლიკაციები

Ebelashvili, N., Gagelidze, N., Chkhartishvili, N., Kekelidze, I. (2019). Bioprotection of Wine Using Nanostructural Colloidal Silver as Sulphur Dioxide Substitute. 2nd International School-Conference Applied Biosciences and Biotecnology, Tbilisi, Georgia, 1-5 April, p.37.

ებელაშვილი, ნ., გაგელიძე, ნ., სალია, ე., ბიბილური, ნ. (2019). გოგირდის დიოქსიდის შემცვლელი ბუნებრივი ანტისეპტიკის გამოყენების გავლენა ტკბილისა და ღვინის მიკროფლორაზე. Georgian Engineering News. Vol.89; pp.146-150; ISSN 1512-0287

Ebelashvili, N., Shubladze, L., Salia, E., Gagelidze, N., Bibiluri, N. (2014). Effect of nanostructured silver on biologicaly active substances and microbiological processes of dry red wine. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 8, 94-100.

Ebelashvili, N., Shubladze, L., Salia, E., Gagelidze, N. (2013). The efficiency of application nanosilver in technological processes of making red wine. Journal of Food Science and Engineering. 3, 8, 424-429